პროექტის
სახელწოდება: გამოკითხვის გზით,მოსახლეობის ბირთვული იარაღის მიმართ დამოკიდებულების გამოვლენა.
პროექტის მთავარი
იდეა: მოსწავლეს შეუძლია ბირთვის აღნაგობის
აღწერა და მსჯელობს ბირთვული ურთიერთქმედების შესახებ.
პროექტის აქტუალობა: მოიპოვებს ინფორმაციას ბირტვული ენერგიის გამოყენების შესახებ, როგორც
მშვიდობიანი, ასევე სამხედრო მიზნებისათვის აანალიზებს შესაძლო საფრთხეებს.
პროექტის მიზნები:
გამოკითხვის გზით ინფორმაციის შეგროვება
,
თემის შესაბასი
კითხვარის შედგენა, გათვალისწინებული უნდა იყოს ორი მომენტი: ვის უნდა გამოკითხოს, როგორ გამოკითხოს , გამოკიტხვის ობიექტების ანუ რესპოდენტების შერჩევა უნდა მოხდეს მიზანმიმართულად.
მოსწავლის ასაკი
- 16 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 7 დღე
დიაგრამის შედგენა
და გამოკითხულთა პროცენტული დაანგარიშება. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აზრი -სჭირდება თუ არა ჩვენს ქვეყანას
ბირთვული იარაღი?
პროექტისატვის საჭირო ძირითადი რესურსები: პროექტორი, ტელეფონი, ადამიანთა კატეგორია- ექიმები მასწავლებლები, 60 წელს გადაცილებული ადამიანები, მოსწავლეები, ჯარში ნამყოფი ადამიანები, შერეული, შერეული ადამიანები.პროექტის მსვლელობა: კლასი უნდა დაიყოს ჯგუფებად. ერთმა ჯგუფმა გამოჰკითხოს მხოლოდ 60 წელს გადაცილებული ადამიანები, მეორემ -მხოლოდ მასწავლებლები ან ექიმები, მესამემ- მხოლოდ მოსწავლეები, მეთხემ- მხოლოდ ჯარში ან რეზერვისტებად ნამყოფი ადამიანები, ერთმა ჯგუფმა შერეული ასაკის და სპეციალობის ადამიანების გამოკითხვა ჩაატაროს.
რაც შეეხება გამოკითხვის პროცესს, მოსწავლეებს წინასწარ უნდა ჰქონდეთ გამზადებული. თითოეული რესპონდენტის პასუხი უნდა ჩაწერონ გარკვევით. გამოკითხვის პროცესი -ეს არის ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების ერთ-ერთი გამოვლენა.
გამოკითხვისას ზოგი შეიძენს ამ უნარს, ზოგი კი გამოამჯღავნებს. მოსწავლეებმა უნდა აუხსნან რესპონდენტებს, რომ მათ დახმარება სჭირდებათ, აინტერესებთ გულახდილი პასუხი.
კითხვა იმგვარად უნდა დასვან, რომ პასუხი სიამოვნებით გასცენ. რა თქმაუნდა არც მადლობის თქმა უნდა დაავიწყდეთ.
როდესაც დაასრულებს გამოკითხვას ჯგუფმა უნდა შეაჯამოს გამოკითხვის შედეგები. შედეგის მიხედვით შეიძლება ერთი ან რამდენიმე დიაგრამის აგება. დიაგრამის აგება შეიძლება სხვადასხვა ნიშნის მიხედვით.
საგნებთან კავშირი: სამოქალაქო თავდაცვა და ისტორია.
პროექტის ხელმძღვანელი: ნელი დევნოზაშვილი
ხელმძღვანელის ელექტრო ფოსტა: neliamisulashvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://neliamisulashvili.blogspot.com/